192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრს
2019-04-04 10:01:55

ადის-აბებაში ოფიციალური ვიზიტის ფარლებში ადგილი ჰქონდა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის  ზოჰრაბ მნაცაკანიანისა და  ეთიოპიის საგარეო საქმეთა მინისტრის სახელმწიფო მინისტრის  მარკოს თეკლე რიკეს შეხვედრას.

 როგორც გვაცნობეს სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, მინისტრმა მნაცაკანიანმა  ხაზი გაუსვა, რომ  აფრიკის კონტინენტის სახელმწიფოებთანუღთიერთობა, რეგიონში სომხეთის  წარმომადგენლობის განმტკიცების მიმართულებით საქმიანი ნაბიჯების გადადგმა წარმოადგენს მთავრობის პრიორიტეტებიდან ერთ-ერთს.

ორივე მხარემ მაღალი შეფასება მისცა საერთაშორისო სტრუქტურებში ჩამოყალიბებულ ეფექტურ თანამშრომლობას, ხაზი გაუსვა დარგობრივი კონსულტაციების ჩატარების მნიშვნელობას და სამართლებრივი ბაზის გაფართოებას.

შეხვედრის ფარგლებში ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და  მარკოს თეკლე რიკემ ხელი მოაწერეს სომხეთის რესპუბლიკისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ეთიოპიის ფედერალური სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დახმარების მემორანდუმს, რომელიც მინისტრ მნაცაკანიანის სიტყვებით, ახალ პერსპექტივას ქმნის საგარეო პოლიტიკის ორ უწყებას შორის  თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.