192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წრეებში ძალიან კარგი მაგალითია სომხეთი, როგორც ქვეყანა, სადაც შეუძლიათ დიდი ცვლილებების განხორციელება. პიოტრ სვიტალსკი
2019-04-04 12:22:31

სომხეთში იმართება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის  მე -10 წლისთავთან დაკავშირებუყლი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სრ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე -ნი ავეტ ადონცი, რუმინეთის სახელმწიფო მდივანი დან ნიკულაესკუ, სრ–ში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი პიოტრ სვიტალსკი.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის წრეებში სომხეთი კარგი მაგალითია როგორც ქვეყანა, სადაც შეუძლიათ განახორციელონ მნიშვნელოვანი ცვლილებები, ფორუმზე განაცხადა სრ–ში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა პიოტრ სვიტალსკიმ. დღევანდელი ფორუმი არის კარგი პლატფორმა ქვეყნისთვის, რათა განაცხადონ თუ რა მიმართულებით სურთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წაყვანა, აღნიშნა მან. აღმოსავლეთ პარტნიორობის პრიორიტეტებზე საუბრისას, სვიტალსკიმ შენიშნა, რომ არ არსებობს არავითარი ფარული დღის წესრიგი.
"ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ აქ იყო ფარული დღის წესრიგი, ისინი მხარს უჭერენ შეთქმულების თეორიას. იდეა იყო სამეზობლოს აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერება", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობა (აღპ) ერთობლივი  პოლიტიკური ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს გაღრმავდეს და გაძლიერდეს ურთიერთობები ევროკავშირთან (ეკ), მის წევრ ქვეყნებსა და ექვს აღმოსავლელ მეზობლებს  - სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა, შორის.