192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა აფრიკის საკითხებით გაეროს ეკონომიკური კომისიის გენერალური მდივნის მოადგილეს
2019-04-04 12:49:56

ოფიციალური ვიზიტით ეთიოპიაში მყოფი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვდა აფრიკის საკითხებით გაეროს ეკონომიკური კომისიის  გენერალური მდივნის მოადგილეს ჯიოვანი ბიჰაის. როგორც იუწყებიან სრ სსს–დან მინისტრმა მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს აფრიკის ქვეყნებთან ურთიერთობების გააქტიურებას და რეგიონში სომხეთის ჩართულობის გაფართოებას. ამ მხრივ ეთიოპიაში განხორციელებული ვიზიტი კარგ შესაძლებლობას იძლევა სამომავლო გეგმების დასასახად. ამ პროცესში მინისტრმა მნაცაკანიანმა ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწოდებული სხვადასხვა პლატფორმის გამოყენების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს რეგიონში ციფრული დღის წესრიგის განვითარების მიმართულებით ერთობლივი პროექტების  შემუშავების და აღნიშნულ სფეროში სომხეთში გამოყენებული გადაწყვეტილებების ლოკალიზაციის პერსპექტივების გარშემო.